fbpx

დავით ნარმანიამ სლოვაკ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე,  ყურადღება გაამახვილა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.     

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი არჩილ სოხაძე, სლოვაკეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ანდრეი იურისი,  აღმასრულებელი დირექტორი მილან სიგანი და კომისიის სხვა წარმომადგენლები.     

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის სლოვაკური გამოცდილება, უბალანსობის გაანგარიშების მიდგომები, ბაზრის მონიტორინგის წესები და პრინციპები, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმები და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ძირითადი ფუნქციები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია