fbpx

დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს

რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია. რომ არაფერი გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე, არა იმიტომ, რომ ეს გახსენებად არ ღირს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას, რომ გადავხედოთ ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს გაერთიანებას ცდილობენ. „ნიკა გვარამია ჯერ იყო და ისეთი სიტყვებით ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, რომლის წარმოთქმაც კი ადამიანს გეუხერხულება, აქეთ ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ და დღევანდელი მოცემულობა როგორი არის საზოგადოებამ კარგად იცის, მათი მედროშე ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სავსებით სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ ჩვენ, ცდილობენ ეს ძალები გაერთიანებას, ცოტა უჭირთ, ეტყობათ აშკარად, რომ დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის ფარგლებს გარედან, მაგრამ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ეს უსამშობლო ადამიანები გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ და საინტერესოა, ის თუ ვინ არის რეალურად მათი მედროშე – ზურაბიშვილი, რომლის „მარგალიტებიც“ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება