fbpx

დავით კირკიტაძემ მსაჯები საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა-ირმა ჭკადუა

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. მისი თქმით, შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.

„2010 წელს შიდა ეროვნული ტურნირი ტარდებოდა და „ზუგდიდის დინამო“ ხვდებოდა ბოლნისის „სიონს“. ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა პატიმრობაშია. გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა გადაცემაში დავით კორკიტაძეზეც ილაპარაკა, რომელმაც მატჩის შემდეგ მსაჯები სცემა. „ბოლნისის „სიონმა“ თამაში წააგო, ამის გამო, დავით კირკიტაძემ მსაჯები საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე იყო სიუჟეტები მომზადებული, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნავს ჭკადუა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია