დღეს შეხვედრებს ზუგდიდის მუნიც იპალიტეტის სოფლებში: ჩხორიაში, ზედა ეწერსა და ჭკადუაშში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო. 2025 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
„ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად“ განაცხადა დავით ვერავამ.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.