fbpx

დავით გადელია:კითხვებიც უნდა დავსვათ, თუნდაც უსიამოვნო, რაც არ მოგვწონს უნდა ვთქვათ, მაგრამ ამავე დროს, უნდა გამოვიდეთ ქვეყნის, ანუ იგივე ჩვენივე შესაძლებლობებიდან.

 · 

ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია:მეგობრებო!
ბოდიშის მოხდით ბევრთან ამ შეხსენების გამო, გთხოვთ გვქონდეს შეგრძნება, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ვმართავთ. კითხვებიც უნდა დავსვათ, თუნდაც უსიამოვნო, რაც არ მოგვწონს უნდა ვთქვათ, მაგრამ ამავე დროს, უნდა გამოვიდეთ ქვეყნის, ანუ იგივე ჩვენივე შესაძლებლობებიდან. მესმის, რომ ძნელია შეიცვალოს მომხმარებლული დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მყარად დამკვიდრდა ჩვენს გონებაში და შემდეგ შეცვალა სხვა ქვეყნებიდან დახმარებების მუდმივმა მოლოდინმა. აი დადგა დრო, რომ ვერცერთი სახელმწიფო ვერ გვეხმარება- ყველას თავისი გასჭირვებია! ცუდია ცხადია ეს, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენც ავმოძრავდით: ინიციატივიანმა ადამიანებმა შექმნეს პირბადეების საწარმო, დამცავი ფარები, დამცავი ხალათები და ა.შ. ეს რაც უცებ შეიძლება გაკეთდეს. ტესტების ქარხანას ასე სწრაფად ვერავინ ვერ შექმნის. კარგი, სარწმუნო კომპანიების ნაწარმს ან თავად ის ქვეყნები შეისყიდიან, სადაური კომპანიაცაა და არ უშვებენ ექსპორტზე, ან შესყიდვის მსურველი ქვეყნების დიდი რიგი უდგათ. არის სხვა კომპანიებიც ბაზარზე, რომელიც ტესტებს ამზადებენ. ვთქვათ სახელმწიფო შემსყიდველი მანქანა მოუქნელი და ტლანქია (ზოგადად ყველა სახელმწიფოში ასეა- შეზღუდვების გამო), რამდენიმე კერძო კომპანიამ მოახდინა სწრაფი ტესტების შესყიდვა. ზოგიერთის შესახებ საქმის კურსში ვარ. არცერთის დამაჯერებლობა არ აღმოჩნდა სასურველი- ჩემი თვალით ვნახე! არადა, წარმოიდგინეთ რა საშიშია, როცა ეყრდნობი ტესტს, რომელიც გატყუებს! ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ საჭიროა და აუცილებელი სწრაფი ტესტი- განსაკუთრებით ტრიაჟის (პაციენტთა თავდაპირველი დახარისხების) ეტაპზე. მაგრამ უხარისხო ტესტი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, ხოლო ხარისხიანს ველოდებით, რიგში ვართ სამწუხაროდ. ტესტის ჩამოტანას ნუ გავაიგივებთ გასაყიდად ჩამოსაყვანი “კარგად შენახული რაფ4” ჩამოტანასთან… მარტო ჩვენთან რომ იყოს ეს ვირუსული ეპიდემია- საუკეთესო კომპანიათა რიგი დადგებოდა შეთავაზებით- ბევრს გვაჩუქებდნენ კიდეც! მაგრამ ჩვენზე ბევრად მძიმე მდგომარეობაშია ევროპა და ჩვენთვის არავის სცხელა- თავად უნდა მივხედოთ თავს!
სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, ვისაც არ დაუკარგავთ რეალობის შეგრძნება. ვინც, არის თუ არა ამ მთავრობის მომხრე, თავის სახელმწიფოდ და თავის მთავრობად მიიჩნევს თუნდაც არასასურველს. თორემ არიან ისეთებიც, ვინც ქვეყნის ნაწილს ჰყოფენ “ესენი” და “ჩვენ”- მათ ამ ჟამიანობისას ვერანაირ კონსოლიდაციას ვერ მოსთხოვ! ღმერთო მაპატიე და შეიძლება კიდეც უხაროდეთ თუ რამე გაფუჭდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება