fbpx

დავით ბახტაძე-,,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსებით, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში კაპიტალური გზა გაკეთდა ერისთავის ქუჩაზე. გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს დუნდუას ქუჩაზეც. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. დავით ბახტაძე-,,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება და ხელი შეეწყოს აგრო-ბიზნესის განვითარებას.” ,, ღანირისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. ბატონმა მერმა დანაპირები შეასრულა და გვიწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. დავით ბახტაძე ჩვენთვის პროირიტეტულ საკითხებს ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებს,”- აღნიშნა ღანირის მკვიდრმა ბიძინა ჭანჭალეიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია