fbpx

დაბა ადიგენსა და აბასთუმანში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა! აღნიშნულ აქციას ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ა(ა)იპ ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, მათ დაბა ადიგენსა და აბასთუმანში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. 22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება