fbpx

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები

„სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები“- განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა, პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ჯერ კიდევ დაანონსებული არ ჰქონდა „ფანჩატურის“ შექმნა, როცა ოპოზიციის ლიდერები უკვე როლებს ინაწილებდნენ.
„სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წაიკითხა თავისი პატრონის მიერ დაწერილი სიტყვა. მას დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები.
მას ჯერ კიდევ დაანონსებული არ ჰქონდა ფანჩატურის შექმნა, რომ გამოვარდა გვარამია და თქვა, მე ვიქნები მანდ მთავარი იდეოლოგიო, მაშინვე გამოვარდა ხაბეიშვილი და თქვა, რომ მე „დინამოს“ ვიმღერებო, ხაზარაძემ მე „მუსტანგით“ მოგემსახურებითო და შედგა სალომეს ფანჩატური, რომელიც რა თქმა უნდა, იგივე ბედის გამზიარებელი იქნება, რაც შალიკოს ფანჩატურს ეწია და რაც იმ „მუსტანგს“, რომელიც ხაზარაძეს ჰყავს.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება