fbpx

გურამ მაჭარაშვილი: რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ – თავად დაემართათ, დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები, არეულობა, საქართველოს დაშლა – თვითონ მიიღეს და თავად დაიშალნენ მარტივ მამრავლებად

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციით მუქარას ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის სურვილი ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია ახალი არ არის და ამას „ხალხის ძალა“ განცხადებებით პასუხობდა. მისი განმარტებით, უკვე ღიად ჩანს, რომ ამერიკაში გაჟღერებულ მუქარებს საქართველოში ოპოზიციამაც აუბა მხარი და ახლა ამის უარყოფა აღარ გამოუვათ. მაჭარაშვილი იხსენებეს, რომ ყველაფერი რითიც ნაციონალური მოძრაობა იმუქრებოდა თავად მათ დაემართათ, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნები, არეულობა და პარტიის დაშლა. „რუხაძეს ახალი არაფერი უთქვამს. რუხაძე იქნება თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, ადრეც ამბობდნენ, რომ რევოლუცია უნდათ და როდესაც ამას „ხალხის ძალა“ განცხადებებით ვპასუხობდით – აბა სად ვამბობთ ამასო. აი ბატონო, ამერიკაშიც პირდაპირ გვითხრეს და აგერ უკვე საქართველოშიც აუბეს მხარი , მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამოუვათ. რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავად დაემართათ. დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები – თვითონ მიიღეს, დააანონსა არეულობა- ესეც საკუთარ პარტიაში მიიღო, დააანონსა საქართველოს დაშლა და თვითონ დაიშალა მარტივ მამრავლებად. ახლა რევოლუციას აანონსებს და აუცილებლად მიიღებს საკუთარ პარტიაში.“-აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება