fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას რუსულს უწოდებს ამერიკაში მოქმედ ამერიკულ კანონს და იმასაც, ჩვენ რომ გვინდა ამერიკული კანონის იოლი ვარიანტი აქ მივიღოთ

„დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება გავლილი გვაქვს ევროკომისიასთან და ეს უნდა უსწრებდეს იმ წინასწარ გამოცხადებულ სარეკომენდაციო ხასიათის ევროკომისიის დასკვნას, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ცვლილებას, რომელიც არის ევრო-დირექტივებში და რომელსაც სთავაზობს ევროკომისია საქართველოს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უწოდებენ ცენზურას.

„დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება გავლილი გვაქვს ევროკომისიასთან და ეს უნდა უსწრებდეს იმ წინასწარ გამოცხადებულ სარეკომენდაციო ხასიათის ევროკომისიის დასკვნას, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს კავშირი ევროკომისიის შესაბამის წარმომადგენლებთან და მათი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მივიღეთ დაჩქარებულად იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არა დაჩქარებული წესით მინიმუმ, ექვსი კვირა სჭირდება, რომ ძალაში შევიდეს და კიდევ, მერე 10 დღე იქ შეიძლება პრეზიდენტს დაეძინოს, სპეციალურად დახუჭოს თვალები და არ მოაწეროს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად იმიტომ მივიღეთ ეს ცვლილება, რომ ის არის ევრო-რეკომენდაციებში და დირექტივებში.

ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, ამერიკაში რომ მოქმედებს ამერიკული კანონი და ჩვენ რომ გვინდა მისი იოლი ვარიანტი აქ მივიღოთ, იმას რუსულს უწოდებს. საზოგადოებამ ეს ხომ გაიგო. ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ცდილობს უკუღმა გასაღებას. ახლა, როგორ შეიძლება რეპრესიული ცვლილება შემოგვთავაზოს ევროკომისიამ, ამასაც არ ერიდებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონეზეა რადიკალურ ოპოზიციაში პრობლემები და კრიზისი. ცვლილებას, რომელიც არის ევრო-დირექტივებში და რომელსაც გვთავაზობს ევროკომისია, უწოდებენ ცენზურას“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება