„ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩვენთან დაიწყებს მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობებს და ეს რომ ასე იქნება, ამის დამადასტურებელი მესიჯები მათი მხრიდან უკვე არის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს „მეგობრები“ დარწმუნდნენ, რომ ქართულ საზოგადოებას სანქციების მუქარით ვერ შეაშინებ.
„ჩვენი „მეგობრები“ დაბოღმილები საუბრობენ ქვეყანაზე, რომელმაც გაბედა და მიიღო ეროვნული კანონი.
ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩვენთან დაიწყებს მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობებს და ეს რომ ასე იქნება, ამის დამადასტურებელი მესიჯები მათი მხრიდან უკვე არის.
ჩვენ სანქციების არც შეგვშინებია და დიდი რეაქციაც არ გვქონია. სამაგიეროდ „მეგობრებმა“ დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებ და სანქციების მუქარით ეროვნულ იდენტობაზე უარს ვერ ათქმევინებ. შესაბამისად „მეგობრების“ მხრიდან შერბილდა პოზიციები. მანამდე კი გვიმტკიცებდნენ, ამ კანონს ვერ მიიღებთ, რადგან პოლიტიკური მეორედ მოსვლა იქნებაო. ახლა კი ნახეთ როგორი მესიჯებია – „მადამ პრეზიდენტსაც“ კი ათქმევინეს, 26 ოქტომბრისთვის მოვემზადოთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბურთი უკვე გადააგდეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.