fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა – ეს რამ მოგაფიქრებინაო

„ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი,” – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პატრიარქის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ მას ჰგონია, რომ ფარაონია და დაიმორჩილა სახელმწიფო.

„ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა – ეს რამ მოგაფიქრებინაო. მას ჰგონია, რომ ფარაონია, დაიმორჩილა სახელმწიფო, ეკლესია, სულთა მბრძანებელი გახდა. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში მაჯლაჯუნები დაესიზმრებიან და ყოველ დილით გააკეთებს უცნაურ განცხადებებს – ამ დონემდე მიიყვანა თავი.

ჩვენ ხომ ვურჩიეთ, რომ დაენებებინა თავი ასეთი სულელური განცხადებების კეთებისგან. ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. ზურაბიშვილმა კი, მოხსნა ყველა რეკორდი – პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი. ეს არის ფორმულა, რომლითაც შეიძლება შეამკო ზურაბიშვილის დღევანდელი კომენტარი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება