გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა ჯიმ ო’ბრაიენმა ორი დღის წინ თქვა, აბა ჩვენ სად ვუჭერთ მხარს რევოლუციურ სცენარებსო და მეორე დღესვე უცხო ქვეყნის ოთხმა მინისტრმა აქციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს

„მეტი დასტური რა გვინდა, იარაღით ვერ გამოვიდოდნენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე სიტყვით გამოსვლის და მხარდაჭერის გამოცხადების კომენტარისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა უარყო, რომ უცხოეთის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარებას, მეორე დღესვე დადასტურდა, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„როდესაც ბატონმა ჯიმ ო’ბრაიენმა ორი დღის წინ თქვა, აბა ჩვენ სად ვუჭერთ მხარს რევოლუციურ სცენარებსო, მეორე დღესვე უცხო ქვეყნის ოთხმა მინისტრმა აქციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და თქვენს გვერდზე ვართო უთხრა, იმ ხალხს ვინც ძალადობს, რომ დაამხოს ხელისუფლება.
ისინი თურმე 2003 წლის რევოლუციის დროსაც იქ იდგნენ. პირდაპირ ამ სიტყვებით მიმართეს და მეტი დასტური რა გვინდა, იარაღით ვერ გამოვიდოდნენ.
ისმოდა შეურაცხყოფებიც, მათ შორის უცხო ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა ქართულ ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა, რითაც შეურაცხყვეს ქართველი ხალხი.
როცა ამბობენ, აბა სად არის ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევა, მეტი რაღა უნდა გააკეთოს სხვა ქვეყნის ოფიციალურმა პირმა, რომელიც თავადვე არის ამ თემის წარმომადგენელი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება