fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ რომ დანიშნა შეხვედრა და მერე თავად გააუქმა, შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ქართველ ხალხსა და საქართველოს მიაყენა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა. „სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო. ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობებში ჯდება?“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სამწუხაროდ უცხოური ძალები ამტკიცებენ იმას, რასაც დიდი ხანია მმართველი გუნდი ამბობს – ხელისუფლებს და ქართულ სახელმწიფოს ოპოზიციაში უცხოური ძალა ჰყავს. „ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ რომ დანიშნა შეხვედრა და მერე თავად გააუქმა, შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ქართველ ხალხსა და საქართველოს მიაყენა და ეს, რის საპასუხოდ იცით? როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოებში. აი, ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და საპასუხოდ, ამერიკელების ე.წ დაცინვითი ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრის დაგეგმვა და მერე გაუქმება. როცა ჩვენ გვეუბნებიან – აბა სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს? ვინ გეუბნებათ ომი დაიწყეთ ან ტრადიციები გააუქმეთო? აი, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო. ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობებში ჯდება? როგორც ჩანს, გვეხმარებიან ჩვენი “უცხოელი მეგობრები” ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ- დღეს, სამწუხაროდ, უცხოური ძალა ჰყავს ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოსაც,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება