fbpx

გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში,გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.„ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების,ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოსფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და მოეწყობამაგიდის ჩოგბურთის სივრცე. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობასარწყავი სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საუბნო პარკები და სკვერები ქალაქისთვის ძალიანმნიშვნელოვანია.„თბილისს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გვახსოვს წლები,როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება იყო ამ საკითხისმიმართ: ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება და იქ მიმდინარეობდასამშენებლო სამუშაოები – შენდებოდა კორპუსები, ბიზნესცენტრები და ასეშემდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უამრავი სკვერი, რეკრეაციული სივრცედა სპორტული მოედანია გასხვისებული, რომელთა დაბრუნებაც მოგვიწია, ისევთქვენი ფულით, იმ თანხებით, რასაც ბიუჯეტში იხდით. წინა ხელისუფლებისპოლიტიკის გამო, დღესაც გვიწევს ამ სივრცეების დაბრუნება ქალაქისთვის. ამყველაფერს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს სჭირდებასუფთა გარემო, რეკრეაცია, პარკები, სკვერები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველარეაბილიტირებული სივრცე, რომელიც კეთილმოწყობილია, სავსეა სხვადასხვათაობის ადამიანებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება