fbpx

გრიგოლ ლილუაშვილი-სპეცოპერაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად უწყების პრეს-სამსახურისგან გაიგებს

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად გაიგებს უწყების პრესსამსახურის მხრიდან.

„ვერაფერს გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, – განაცხადა გრიგოლ ლოლუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება საქმის მასალები, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ არ შეიძლება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება