fbpx

გორის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობა კაპიტალურად მაგრდება

გორის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობა კაპიტალურად მაგრდება
დიდუბის რაიონის გამგეობა, გორის ქუჩის N4-ში მდებარე ორსართულიანი
ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, პროექტით
გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის
ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში
დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური
მასალით შეივსება, შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები.
საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში, დიდუბის რაიონის გამგეობას
მოსახლეობა ქირით ჰყავს გაყვანილი.
პროექტის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე,
პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი
ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გორის ქუჩის N4-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების
განხორციელებისთვის 630 800 ლარია გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია