fbpx

გოგი მეშველიანმა სოციალური ქსელით ახალგაზრდის მიწვევა მიიღო ესტუმრა და პირადად გაიცნო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის
მაჟორიტარს გოგი მეშველიანს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა დაუკავშირდა,
რომელმაც დეპუტატი მის ქუჩაზე მიიწვია. პარლამენტის წევრი მას ესტუმრა და ის
და მისი მეგობრები პირადად გაიცნო.

გიორგი და მისი თანატოლები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების
გაჭიანურებამ და უბანში სტადიონის არ არსებობამ შეაწუხა. ამ ყველაფრის გამო
ისინი ვერ ახერხებენ სახლთან ახლოს დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული
აქტივობებით.
შეხვედრაზე მაჟორიტარმა მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არსებული
ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„სოციალურ ქსელში დამიკავშირდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გიორგი საგიაშვილი,
რომელმაც საკუთარ ქუჩაზე მიმიწვია. დღეს ვესტუმრე და მის მეგობრებთან ერთად
პირადად გავიცანი.ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა
წარმომადგენელთან გვქონდეს აქტიური, პირადი კომუნიკაცია და მიხარია, რომ გვყავს
მომავალი თაობა, რომლებსაც აქვთ ასეთი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.“-
განაცხადა გოგი მეშველიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება