fbpx

გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში დაპირისპირებისა და გარჩევის დროს გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს –არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

, თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია უტარდება.  გავრცელებული ინფორმაციით, ლევან თოფაძე ზურა ჟვანიას შვილმა დაჭრა.

გოგი თოფაძე-

ჩემი შვილიშვილი დილის ხუთ საათზე დაჭრეს. ის სახლში დაბრუნდა მეგობრებთან ერთად გამთენიისას, რა დროსაც მოვარდა მათი ერთ-ერთი ნაცნობი და დანით ოთხჯერ დაჭრა ჩემი შვილიშვილი.

ვინ იყო არ ვიცი. ჩემმა შვილიშვილმა და მისმა ამხანაგებმა თან მოიყვანეს ქალი, ის ერთ-ერთ ამხანაგს ახლდა.

ამ ქალის ნახვა უნდოდა იმ თავდამსხმელს, მაგრამ არ ნახა ამ გოგომ და ამას მოჰყვა დაჭრა.

– ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ვაჟია?

– არ ვიცი გენაცვალე, ვერაფერს ვერ გეტყვი. მე იმას არ ვიცნობ, მაგრამ ითქვა თითქოს ზურაბ ჟვანიას შვილი დაესხა თავს ჩემს შვილიშვილს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება