fbpx

გოგა ხაინდრავა: ჩერგოლეიშვილი ლაპარაკობს, რომ მილიონებით აფინანსებდა ბენდუქიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, მერე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მერე ეს ფული „რუსთავი 2“-ში წავიდა, ეს არის ბომბი


თამარ ჩერგოლეიშვილი თამაშგარეთ დატოვეს. ბოლო მისი წერილი ფეისბუქზე საერთოდ ანგრევს მათ არსებობას. როდესაც ის ლაპარაკობს, რომ მილიონებით აფინანსებდა ბენდუქიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, მერე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მერე ეს ფული „რუსთავი 2“-ში წავიდა, ეს არის ბომბი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიბერალიზმმა გახრწნა მსოფლიო პოლიტიკა.

„ეს იმიტომ არის საინტერესო, რომ რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით, რაც ქართულმა საზოგადოებამ იცოდა და ეს შელამაზებული იყო, ეს ყველაფერი ამოვიდა ზედაპირზე. აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ეს არის კრიმინალური პოლიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობითაც ასეა. კრიმინალური ფულით გაკეთებული პოლიტიკა არის კრიმინალური პოლიტიკა. ეს პოლიტიკა არის არა მხოლოდ ქართული მოვლენა, არამედ მსოფლიო ლიბერალიზმმა გახრწნა მსოფლიო პოლიტიკა. ჩვენ ეს ვნახეთ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება