fbpx

გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილზე: ვფიქრობ, აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იყო. მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?!


მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?! რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?!, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი პრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „სამწუხაროდ, როგორი მართმადიდიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა“.

„ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იყო, რადგან არც ჩვენ ვართ გულმავიწყი და არც ქართველი ამომრჩეველი და საერთოდ, არც – მსოფლიო, რომ არ ახსოვდეს, რა გზით მივიდა იმ სავარძლამდე, სადაც თავად ზის. ყველას ახსოვს ის, პლაკატები, მხარდაჭერა. მე კი არ მახსოვს, მე მაგის მონაწილე ვარ – პირდაპირ, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. მთელი საქართველო მოვიარეთ მაშინ. პირველი ტურის შედეგიც გვახსოვს და შემდეგიც.

მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?! რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?! ყველამ კარგად ვიცით, ვინც გათვითცნობიერებულია ამ საქმეში, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დღეს არა მარტო პოლიტიკასთან, არამედ პოლიტიკოსებთან და ძალიან ბევრ ადამიანთან, ვისთანაც აქამდე კავშირი ჰქონდა. ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება