fbpx

გლდანის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა

გლდანის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, მათ
შორის, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. სამუშაოები მუხიანის აგარაკებზე,
გამარჯვების ქუჩაზე ოთხ მისამართზე – N 63–65–67-79-ის მიმდებარედ
ხორციელდება.
აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის ჩამოშლის შედეგად, დაზიანდა გზის
ფრაგმენტი, ასევე, ჩამოშლილი გრუნტი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და
საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა.
პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ვერ ბალ გრუპ“
ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 136 766 ლარია
გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთნ ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება