fbpx

გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანსაც. ჯამში, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 365 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სკვერი მიმდებარედ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთანაც მოეწყო. დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო. ,,ბოლო პერიოდში პირველი მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან გავხსენით სკვერი. ახლა კი, მის მიმდებარედ 19-19ა კორპუსებთან მოვაწყვეთ რეკრეაციული ზონა. ჯამში, ორივე მისამართზე 3 000 კვადრატულ მეტრამდე მოუწესრიგებელი სივრცე ავითვისეთ და მოსახლეობას მრავალფუნქციური მოსასვენებელი ადგილი შევუქმენით. გლდანის გამგეობისთვის მწვანე სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებაა და კიდევ არაერთ სკვერს შევმატებთ რაიონს“, – განაცხადა ბესიკ კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება