fbpx

გიორგი ცუცქირიძე- მთავრობის სტრატეგიის მთავარი ვექტორი, პოსკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ნაკლები დანაკარგებით გადაყვანაზეა აგებული!

გიორგი ცუცქირიძე-ანალიტიკოსი:მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, რომელიც დღეს გაცხადდა და 2 მილიარდი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით:

1. მთავრობის სტრატეგიის მთავარი ვექტორი პოსკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ნაკლები დანაკარგებით გადაყვანაზეა აგებული, რათა ეკონომიკამ მოკლე დროში შეძლოს კრიზისამდე პერიოდში ანუ სასტარტო პოზიციებზე დაბრუნება. რაც მთავარია, ეს გეგმა არის ნაწილი 13 მარტს გაცხადებული 6 პუნქტიანი სტრატეგიისა, სადაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული!

2. ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების, ასევე მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლად. როგორც ადრეც გახდა ცნობილი18 ათასი კომპანიასა და 50 ათას დასაქმებულ პირს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ, ხოლო მცირე სასტუმროების მფლობელებს სესხს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაუფარავს;

3. საერთაშორისო გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ გლობალური “შოკებისას“ შოკის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შერბილების და მოხსნის თვალსაზრისით, პრიორიტეტი მოკლევადიანი ინსტრუმენტების გამოყენებას ენიჭება და ნაკლებად, გრძელვადიან კონტრციკლურ ინსტრუმენტებს, თუნდაც გადასახადების შემცირების მიმართულებით, რაც ძირითადად ოპოზიციის შეთავაზებებში იყო, და რომლის ეფექტიანობაც გრძელვადიან პერიოდშიც ისედაც საკამათოა არსებული გადასახადების დაბალი დონის გათვალისწინებით.

4. შიდა მოთხოვნის და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ექნება როგორც მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას, ასევე სისტემური დარგების და პირველ რიგში საექსპორტო საწარმოების უწყვეტ ფუნქციონირებას, რაც სამთავრობო სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

5. პირდაპირი დახმარების პაკეტში ასევე შედის სოციალური სოლიდარობის ელემენტი, საქართველოს 650 ათას ოჯახზე, კომუნალური გადასახადების დაფინანსება 3 თვის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რა ამ ადამიანების ხარჯების ტვირთს, მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური დახმარების თვალსაზრისით, რადგან ამ ადამიანების დიდი ნაწილი შედარებით დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები არიან.

6. ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დახმარების და სტიმულირების პაკეტში გათვალისწინებულია იმ ადამიანების პირდაპირი დახმარება, ვინც უკვე დაკარგა სამსახური ან შეიძლება უახლოეს პერრიოდში დაკარგოს, როგორც შიდა მოთხოვნის სტიმულირების, ასევე წმინდა სოციალური მხარდაჭერის კუთხითაც.

7. სავსებით სწორია, რომ ეს სტრატეგია ადამიანურ ფაქტორზეა რა ორიენტირებული, ეკონომიკის ფინანსური მხადარჭერის ამ ნაწილში არ შედის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები, რომელიც წარმოადგენს რა ჯანდაცვის კუთხით პრევენციული დაფინანსების ნაწილს, ცალკე ღონისძიებად განიხილება და რომლის მიმართულებითაც 351 მილიონი ლარია გამოყოფილი!.

8. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ კრიზისულ, არამედ განსაკუთრებით პოსტ კრიზისულ პერიოდში საერთაშორისო მხარდაჭერას და ამ მიმართულებით პირველ რიგში აღსანისანავია, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებული მოლაპარაკებები. სწორედ სსფ-სთან “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” ფარგლებში ჩვენ ქვქონდა ბოლო წლებში ძალზე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია, გაუმჯოიბესებული საკრედიტო რეიტინგები და ეკონომიკის მაღალი ზრდა, გარდა ამისა, სსფ-ის დახმარება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არის თავისებური სიგნალი სხვა დონორი ორგანიზაციებისა და ინვესტორებისათვის, რომ უფრო თამამად ენდონ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება