fbpx

გიორგი გახარია ,ოცნებას ,, პატივის და ღირსების შელახვის გამო პროკურატურაში უჩივის

საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, პროკურატურაში ჩივის.

გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს სახელისა და რეპუტაციის შელახვას ედავება.

პროკურატურაში სპეციალური სარჩელი ანა ბუჩუკურმა და გიორგი დაუშვილმა შეიტანეს. საქმე ეხება “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც ყოფილი პრემიერი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულეს. 

ჩვენი და ჩვენი გუნდის ლიდერის წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა, ეს არის დანაშაული. შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან, სწრაფი, განმჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს და პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე უნდა გამოიკითხოს. 

თუ ეს დანაშაული არ დადასტურდება, და რა თქმა უნდა, არ დადასტურდება, ირაკლი კობახიძე ცრუ დასმენისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცეს”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას “კოკაინშიკი” არაერთხელ უწოდა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება