fbpx

გიორგი გახარიას პარტიის წევრები კარდაკარ დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა-თამთა მეგრელიშვილი

„გვითხარით რა ღირს ასეთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში თქვენი ჩაბმა და პრემიერმინისტრობის მაღალი სტატუსიდან ასეთ არაკაცად ქცევა?!“ – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები აგიტაციის დროს, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ გარდა ნებისმიერ პარტიას დაუჭირონ მხარი.

„მეორე დღეა ქალაქ ოზურგეთში, გიორგი გახარიას პარტიის წევრები კარდაკარ დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა. ვციტირებ: „ქართული ოცნება“ დაივიწყეთ, ვისაც გინდათ იმათ, ოღონდ ამათ არა“. ეს არის სამარცხვინოზე სამარცხვინო საქციელი! ბატონო გიორგი გახარია, გვითხარით რა ღირს ასეთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში თქვენი ჩაბმა და პრემიერმინისტრობის მაღალი სტატუსიდან ასეთ არაკაცად ქცევა?! სამარცხვინოა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია