fbpx

გიორგი გამსახურდია: მთავრობას, რომლის დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და კიდევ სხვა პროდასავლური სიკეთეები, კამსამოლა, მევახშე, ხალხის მღლეტავი, მერაბზე ხელის მომქნევი ხაზარაძე, საბჭოთა კავშირში დაბრუნებაში ადანაშაულებს

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მთავრობას, რომლის დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კიდევ სხვა პროდასავლური სიკეთეები, კამსამოლა, მევახშე, ხალხის მღლეტავი, მერაბზე ხელის მომქნევი ხაზარაძე, საბჭოთა კავშირში დაბრუნებაში ადანაშაულებს. ამ კაცს ვიცოდი, რომ ნამუსი არ ჰქონდა, მაგრამ ასე?“, – წერს გიორგი გამსახურდია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება