fbpx

გიგლა ბარამიძე ნიკა გვარამიაზე: შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია

შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ-პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თაობაზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია და სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ არის ქცეული. „ისტორია მეორდება… შთამომავლობით, ჯიშ- მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია.. შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება( ადრე:-ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ.., ახლა:-არჩევნები გაყალბდა..), პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა !!! დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება თავისი მკაცრი გარდუვალობით… მოღალატე, მოღალატედ რჩება, ხოლო საქართველო კი მარადჟამს გამარჯვებული!“, – წერს გიგლა ბარამიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება