fbpx

გია ცაგარეიშვილი: საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავამრუდეთ გზა ევროპისკენ, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა

პრემიერი პირადად დაპატიჟა ნატოს გენერალურმა მდივანმა, თანაც როგორი მეგობრული წერილით. ჩვენ ვამაყობთ ამ ურთიერთობებით ნატოსთან, ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაღრმავდეს. ყველაფერს გავაკეთებთ ამ თვეების მანძილზე, რომ ის 12 პუნქტიანი ჩამონათვალი შესრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ფორსირებულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც გულწრფელად გამოხატავს თავის ემოციებს და ეს ყველამ დავინახეთ რუსთაველის გამზირზე, გადაწყვეტილად ჩათვალოს, რომ ამ ქვეყანას სათავეში უდგას ისეთი მთავრობა, რომელიც შეუქცევადად წაიყვანს ევროპისკენ საქართველოს. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და კიდევ ერთხელ, მათ შორის იქ შეკრებილ საზოგადოებას მინდა გავახსენო, ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელმაც 2017 წელს გააჩინა საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი შეუქცევადობისა ჩვენი ევროატლანტიკური კურსის. არც ერთ სხვა ხელისუფალს ეს არ გაუკეთებია. ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავამრუდეთ გზა ევროპისკენ, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. ამ გზაზე არის ძალიან დიდი გამოწვევები. არის გააფთრებული ბრძოლა მოწინააღმდეგეების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში გაუგონარი წესებითა და ფორმებით. არ გადამაქვს პასუხისმგებლობის ტვირთი ოპოზიციაზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ რაში ეწერა ევროკომისიის სხდომამდე ორი დღით ადრე აი იმ რეზოლუციის მიღება, რაც მიაღებინეს „ევროპის სახალხო“ პარტიას. და შემდეგ ბუკი და ნაღარა შემოსცხეს თბილისში და საქართველოს სხვა ქალებში. რაში ეწერა, ეს სჭირდებოდა ქვეყანას? ახლა, ამ წამს სჭირდებოდა?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება