fbpx

გია ონიანი უპირობო ლიდერია, სიტყვის კაცი, მხარში მდგომი და გამტანი-რაია ჯანხოთელი

სოციალურ ქსელში რაია ჯანხოთელი წერს-

ბევრი სათქმელი დამიგროვდა!ვერაფერს დავამატებ და არაფერს ვიტყვი მიმდინარე პროცესებზე. ყველა კითხვას კარგად და ამომწურავად გასცა პასუხი გამჭრიახმა და ბრძენმა კაცმა💖(ველოდი)✅ამჯერად, დღეს კარს მომდგარ შემოდგომაზე მინდა დავწერო. რაც არანაკლები გამოწვევებითაა, ვიდრე ეს აქამდე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები. რადგან, მიშელის ე.წ. დოკუმენტზე ხელის მოწერით, მმართველმა გუნდმა მიიღო გამოწვევა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ნი ბარიერი უნდა გადავლახოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვადამდელი არჩევნები, ის არჩევნები, რომელიც უდაოდ მოიგო ქართველმა ხალხმა, როცა ხმა მისცა მმართველ პარტიას.დიახ, თვითმმართველიბის არჩევნების შედეგები გასცემს პასუხს, რა გვინდა ამომრჩეველს…✅ცოტა გადაუხვევ სათქმელს!ამ ბოლო წლებში აქტიური კონტაქტი მაქვს ჩემს მშობლიურ რაინთან-ლენტეხთან-ჩემს უსაყვარლეს და ულამაზეს კუთხესთან. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ დაცარიელებულ, ნახევრად მიტოვებულ კუთხეში, ჩემი დაბადების ადგილის მიწა-წყალზე, (სოფელი ჩიხარეში), სახლი ავაშენეთ. ბოლო 45 წელია აქ სახლი არ აშენებულა-რაც არის ნახევარზე მეტი მიტოვებულია. ხოდა, 45 წლის შემდეგ, პირველად აქ აგური აგურზე დავადეთ, რუდუნებით და მონდონებით გავითავისეთ და ავაშენეთ🙏 ამით, მოტივაცია მივეცით იქედან წამოსულებს (ნებით თუ იძულებით გადაადგილებულებს), რომ ამ სამოთხის მიტოვება დანაშაულია. დანაშაული ერისა და შენი წინაპარ-შთამომავლობის წინაშე. აღარ ვილაპარაკებ იქ არსებულ პრობლემებზე-სახელმწიფოსი თუ თითოეული ჩვენთაგანის ბრალეულობით გამოწვეულზე. მიდიან-მოდიან ისინი, ვისაც ამ გველაფერზე ზრუნვა ევალებათ. გასაკეთებელი კი მერწმუნეთ-ბევრია.

✅

რამოდენიმე დღის წინ, შემთხვევით გავიგე, რომ მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რაიონის თავკაცობის სურვილი გამოუთქვამს, ჩვენი ხეობის წარმომადგენელს, ამ ხეობაზე უანგაროდ შეყვარებულ და არსებულ პრობლემებზე გულწრფელად გულშემატკივარ უკარგეს პიროვნებას, გია ონიანს!ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა. ეს დღეებია ვფიქრობ, როცა ასეთი გულანთებული კაცები გადაწყვეტენ ქვეყნის სამსახურში მოსვლას, ზუსტად ვიცი, გაამართლებენ. არაფრის ფასად არ დადებენ თავის კაცობას სასწორზე, რაიმე არასწორის საპირწონედ. ყველა იქაურმა მკვიდრმა იცის, ვინ რით სუნთქვავს, ვის რით გააქვს თავი, ხოდა, იქნებ მოვიდა დრო, თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს…✅მიხარია და ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ გია იქნება რჩეულთა შორის რჩეული, ყველა სიკეთის გამტარი რაც ამ კუთხეს ესაჭიროება. იყო დრო, 2012 წელს, ოცნების აქციაზე ხეობიდან წამოსულ ხალხს გზა გადაუკეტეს-არ გამოუშვეს… ხოდა, არ გინდათ, იმ დროიდან იგივე წრეზე რომ ტრიალებენ, მათ ნუ ჩააბარებთ დღეს ამ ხეობას…✅გია ონიანი უპირობო ლიდერია. სიტყვის კაცი, სიკეთის და სიყვარულის მატარებელი, განათლებული, მხარში მდგომი და გამტანი.სწორედ ასეთებზე უნდა იდგეს დღეს ჩვენი ქვეყანა.გია, არცერთი პარტიის წევრი არაა.დამოუკიდებელ კანდიდატად რომ იყაროს კენჭი, ვიცი რა ბარიერებს წააწყდება-ხილულს თუ უხილავს ერთად და ძალიან მენანება ამისთვის…. მინდა, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერა იგრძნოს, მინდა ის ადამიანები დაუდგნენ გვერდით, ვისთვისაც ეს ყველაფერი სულერთი არ არის და ვისაც ქვეყანა უყვარს, ეს ლამაზი კუთხე უყვარს, მისი პრობლემები აწუხებს, და სტკივა . მინდა ჰქონდეს მხარდაჭერა და ნდობა… მინდა ეს ნდობა გამოუცხადოს “ოცნებამ”-მმართველმა პარტიამ🙏🙏🙏 რწმენის, სიტყვის და საქმის კაცია, შეუძლებელს შეძლებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ნდობა გაამართლო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება