fbpx

გია ლორთქიფანიძე იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი იყო-გიორგი გამსახურდია

ის ძალა გველაპარაკება ჩვენ პრორუსულობაზე, ვისი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ახლა მათი რეკომენდაციით უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ზედმეტ სახელად გია ლორთქიფანიძეს „ალალოს“ ეძახდნენ და ის იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

„ორი ადამიანი იყო, პაპუკაშვილი და ლორთქიფანიძე, ვისაც გიორგაძე ბოლომდე ენდობოდა. ლორთქიფანიძე იყო იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი. შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ეს პირადი საქმე ინახება. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ძალოვან უწყებებში სამსახურს შევალიე და არ დაიჯეროთ, რომ ამ ბერკეტებს რუსული სპეცსამსახურები არ იყენებენ, ეს არის ჩვენი მხრიდან მიამიტობა. ეს არის მეხუთე კოლონა, ზუსტად იციან რასაც აკეთებენ და გათვითცნობიერებული აქვთ შედეგები. უნდათ ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა და რა თქმა უნდა, არსებული ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია