fbpx

გია გაბრიჭიძე მალგოჟეტა გოშევსკას ქუთაისში ვიზიტზე: აბა თქვენ იცით უსაქმურებო, მოგეცათ შანსი რაღაც მაინც გააკეთოთ ქვეყნისთვის სასარგებლო

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც თითქოს, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას ქუთაისში, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე სტუმრობისას, ადგილი დანაგვიანებული დახვდა და თავად მიუხდა დასუფთავება.

ექსპერტი ციტირებს ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სინამდვილეში, ადგილი არ შეესაბამებოდა იმ ლოკაციას, რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში.

მისივე თმით, ეს ძალიან კარგი მაგალითია მთელი ოპოსპექტრისთვის. მათ შეუძლიათ ჩამოიარონ და ნამდვილად იპოვიან დასასუფთავებელ ადგილებს.

“ე.წ. კრიტიკული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალბატონმა მალგოჟეტამ ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულა და ისე დანაგვიანებული დახვდა, რომ იძულებული გახდა დაესუფთავებინა.
გთავაზობთ ამონარიდს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან:
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. შინსახკომის ბანაკი და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში.
მადლობის მეტი რა გვეთქმის ქალბატონი მალგოჟეტას, დელეგაციის წევრებისა და მათი ნაცი მასპინძლების მიმართ რაღაც ლოკაციის დასუფთავებისთვის.
ეს ძალიან კარგი მაგალითია მთელი ოპოსპექტრისთვის. მათ შეუძლიათ ჩამოიარონ და ნამდვილად იპოვიან დასასუფთავებელ ადგილებს.
აბა თქვენ იცით უსაქმურებო, მოგეცათ შანსი რაღაც მაინც გააკეთოთ ქვეყნისთვის სასარგებლო”- წერს გია გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება