fbpx

გია აბაშიძე: ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი “მწვანეების” წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს “მწვანეების” ფიასკოს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ “მწვანეების” მარცხს ის აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებს აბრალებს. აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფონ კრამონი არ აცნობიერებს, რომ მის პარტიას, გერმანელმა ამომრჩეველმა ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, სასტიკი განაჩენი გამოუტანა. “ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი “მწვანეების” წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს “მწვანეების” ფიასკოს. თუმცა, არ აცნობიერებს, რომ “მწვანეების” ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, გერმანელმა ამომრჩევლებმა მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. საინტერესოა, “ნაცების” კმაყოფაზე კვლავ გააგრძელებს ყოფნას თუ მისი პოლიტიკური წონადობა უკვე უმნიშვნელოა?” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან ბევრისგან გაიგო, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ აშშ-ში, გერმანიის დაზვერვასა და CIA-შია.

Enter

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება