fbpx

გვახსოვს ჩვენ ღირსებაშემლახველი დაკავებები, როდესაც ქალბატონებს ღამის პერანგებით ათრევდნენ-კახა კახიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარება დღევანდელს შეადარა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ „მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია“.ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში საჭმელი არ იყო და „ყველა პატიმარი ისედაც შიმშილობდა“.„ნამდვილად არ მიხარია ციხეში არავის ჯდომა, მით უმეტეს ამ სისტემის მინისტრი ვიყავი. მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს – სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ., სად ისხდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და რას ფიქრობდა მათი ოჯახი – იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს, რამდენ ბრალს დაუტოვებენ, იმაზე ფიქრობდნენ, იქიდან ცოცხლები გამოვლენ, თუ – არა; შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, თუ – არა. როდესაც საუბრობენ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება პიროვნების ნების გამოხატულებაა, როდესაც წლების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ციხეში საჭმელი ისედაც არ იყო და ყველა შიმშილობდა.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს მისმა კოლეგებმა განაცხადეს, ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან, პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც სისტემის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად.

დაკავება მოხდა არა ღირსების შელახვის საფუძველზე. გვახსოვს ჩვენ ღირსებაშემლახველი დაკავებები, როდესაც ქალბატონებს ღამის პერანგებით ათრევდნენ, თითქოს მის მეუღლეს, თუ დასაჭერი იყო, ისე ვერ დაიჭერდნენ“, – განაცხადა კახა კახიშვილმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება