fbpx



გვამის ფოტოების გავრცელების მერე გიორგი შაქარაშვილის დედა ცუდად გახდა,მეორედ მომიკლეს შვილიო

კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის ნახვის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გარდაცვლილის დედა ცუდად გახდა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, „კურიერის“ აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და თქვა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:

„ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“

რაც შეეხება „კურიერის“ ე.წ. ექსკლუზივს: გადაცემაში აცხადებდნენ, რომ რომ მათ მოიპოვეს ინფორმაცია, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

„კურიერის“ ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.

„კურიერის“ მტკიცებით, შაქარაშვილის სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია