fbpx

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განერისხებინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განერისხებინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება

შოლცი შეშფოთებულია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გამწვავება რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით. მაგრამ “გაზპრომ გერმანიის” ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს გამოყოს 10 მილიარდ ევრომდე.

სესხი მიზნად ისახავს “გაზპრომ გერმანიის” ფინანსების სტაბილიზაციას და მიწოდების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა.

“ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა ინარჩუნებს თავის გავლენას კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე და ხელს უშლის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმოქმნას”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

ჯგუფი გერმანიის უმსხვილეს გაზის საწყობს ფლობს და ლონდონსა და სინგაპურში გლობალური სავაჭრო გუნდი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა, იგი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ოპერირებს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა “გაზპრომმა” განაცხადა, რომ იგი აღარ ფლობს გერმანულ “გაზპრომ გერმანიას”. სანქციებიდან გამოსაყვანად აქტივი ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადაეცა.

გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, აპრილის დასაწყისში ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA) კომპანიის მეურვედ დანიშნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია