fbpx

გახელაძე და მისი ოჯახი დასაბამიდან ქოცების აქტივისტებია ქვემოჭალაში-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

„უპირველესად ვულოცავ ზაზა გახელაძეს განთავისუფლებას. რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით, რომ კრემლის ეს ჰუმანისტური საჩუქარი გათვლილია უკვე ძირმომპალი ივანიშვილის პუტინოიდური რეჟიმის გადასარჩენად.

აბა როდესაც ოლიგარქს არ უჭირდა და ჰქონდა ხალხში ნდობა, ოკუპანტებმა დაგვიკლეს ოთხოზორია და ტატუნაშვილს გული ამოაცალეს. რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გახელაძე და მისი ოჯახი დასაბამიდან ქოცების აქტივისტებია ქვემოჭალაში“, – აცხადებს ნათელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება