fbpx

“გახარია ანგრევდა სახელმწიფო ინსტიტუტებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი:

– თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ და ერთს ვიტყვი კიდევ, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი და ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა და ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცის კარგად რა ჩაიდინა მან.

გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე.

მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას.

ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში, მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია მას.

ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ხალხს, ვისაც თვითონ უძახდა ნარკომანებს.

ასევე, ინტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმავ სპეცოპერაციას, ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა სპეცრაზმი 3 საათის განმავლობაში და მთელს მოსახლეობას აყურებინა, როგორ სცემდნენ აგრესიული ნაცმოძრაობის წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს.

აი ეს არის სირცხვილი და ეს არის ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება