fbpx

გახარიამ არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. მისი თქმით, გიორგი გახარია გადადგა, რადგან არ სურდა მორიგ სისხლისზღვრაზე პასუხისმგებლობის აღება. სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა, მაგრამ პროცესები ბოლომდე უნდა მივიდეს და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„დღეს, საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ძალების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის ნიკა მელიას, ოპოზიციური ერთობის და ქართველის ხალხის მართლაც დიდი გამარჯვება.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან ქართველი ხალხისა და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა.

ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა, სიფხიზლე, რადგან თავგაცხელებული ადამიანები იქ საკმარისზე მეტია, ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით“, – განაცხადა სააკაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია