fbpx

განწირული ხმით „ტელეიმედის“ და „ასავალ-დასავალის“ სახელებს კიოდა-გიორგი მამაცაშვილი

“რეპორტიორის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ზონდერკვესოს კვნესა!

სააკაშვილის ფრაზას, რომ მისი ხელისუფლების დამხობა „ასავალ-დასავალის“ კისერზეაო, ახალი მიმდევრებიც გამოუჩნდნენ და ყელში ბურთად გაჩხერილ დამოუკიდებელ პრესას დღემდე ვერ ინელებენ.
არადა, არც იხრჩობიან…

დღეს გვარამიას დაჭერაში ქვეცნობიერი დამნაშავე სწორედ „ასავალ-დასავალში“ დაინახა მერაბიშვილისა და სააკაშვილის მედიაზონდერმა, ასევე ზონდერ უტიაშვილის ცოლმა ეკა კვესიტაძემ და არც მეტი, არც ნაკლები, საქალაქო სასამართლოს ეზოში ფეხით გათელა გაზეთის მორიგი ნომერი!

თან განწირული ხმით „ტელეიმედის“ და „ასავალ-დასავალის“ სახელებს კიოდა და სიმართლე გითხრათ, – შემეცოდა…

„რას შვრებით, ხალხო, რას? რას გევხართ, თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა არქიფო სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა? არ ფიქრობთ? ვერ ხედავთ ამას?“ – გენიალური ფრაზები გამახსენდა „დათა თუთაშხიადან“ და დასკვნები თქვენ გააკეთეთ, ჩემო ძვირფასებო, რომელია კოლექტიური კვესიტაძეებისთვის მამაძაღლი არქიფო და რომელი – მოსასპობი თაბაგარი…

ერთი რამ ფაქტია: ქართული პრესისა და მედიის დარბევა, ფეხქვეშ გათელვა და ჩაწიხლვა ამათგან არც ახალია და არც საკვირველი.
საკვირველი ის უფრო იქნებოდა, ჭეშმარიტ ღმერთზე რომ ესაუბრა ჩვენთან „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს…

დღეს „ასავალ-დასავალის“ გათელვით ქართული პრესის გათელვა სცადეს!
დღეს „იმედის“ მიმართ გაჟღერებული მუქარით თავისუფალ სიტყვას დაემუქრნენ კვესიტაძის პირით!

დღეს გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტის არმაზ სანებლიძისადმი გამოქვეყნებული გამოსათხოვარი სიტყვა აქცია არქიფოს ხელისგოგომ ნაკუწებად და ამით, ქართული თავისუფალი სიტყვა გათელა უპირველესად!

დიახ, დღეს მხოლოდ „ასავალ-დასავალს“ არ შედგა ფეხით ზონდერი კვესიტაძე!

დიახ, მთლიანად ქართულ პრესას გადაუარა დღეს მერაბიშვილის მედიაზონდერმა და ესაა მათი ნამდვილი სახე!

აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ფეხქვეშ თელავდით ჟურნალისტთა უფლებებს, როცა „ხამუთებით“ აბავდით მედიის წარმომადგენლებს, როცა ჯაშუშებად ნათლავდით ყველა ჟურნალისტს, ვინც თქვენს სისხლნარევ მოთქმა – გოდებას გუნდრუკს არ უკმევდა…

აღარ დაბრუნდება და გახსოვდეთ ეს კარგად!

და საბედნიეროდ, დარჩება ზონდერკვესოს დღევანდელი კვნესა ხმად მკვნესარისა დამოუკიდებელ საქართველოსა შინა!”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია