fbpx

გავაგრძელებთ წინსვლას დავით-გარეჯით, ვიზალიბერალიზაციით, სოლიდარობის ფონდით-რაია ჯანხოთელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი რაია ჯანხოთელი პოსტს ავრცელებს-ცნობის ფურცელი1. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული კომპანია “ინტერ რაო” საქართველოს ენერგოობიექტების დიდ წილს ფლობს. მათ შორის “თელასს” (75%), შპს “მტკვარი ენერგეტიკა”-ს,” ხრამჰეს 1″ და “ხრამჰეს 2”-ს და “ენგურჰესს”. “ინტერ რაოს” მთავარი აქციონერები რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები არიან. უფრო მეტიც, “ინტერ რაოს” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი იგორ სეჩინია, რომელიც, თურმე, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. 😊 სხვათაშორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, „ინტერ რაოს“ ჯერ “ენგურჰესი” გადაეცა, შემდეგ კი “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”. ისიც უნდა ვთქვა, რომ “ხრამჰესი 1” და “ხრამჰესი 2″ გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. 😊 რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა ინვესტორს არ ჰქონია კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, უკეთესი პირობების შეთავაზების მიზნით. 😊 “ინტერ რაოს” გარდა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვა მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებსაც ფლობენ. მაგალითად, წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, შპს “ენერგია”-ს 70%-ს ფლობს. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაშია “დარიალჰესი”, “ლარსიჰესი” და “შილდაჰესი”. სხვათაშორის, რუსეთის ამ მოქალაქის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა, ამიტომ, უფრო „წვრილ-წვრილ“ რუს ინვესტორებს აღარ შევეხები, რომლებმაც 2012 წლამდე განახორციელეს საკუთარი ინვესტიციები საქართველოში. 2. ძალიან ადვილია ადამიანების ციფრებით მანიპულირება, მაგრამ, ზოგჯერ, როდესაც ციფრებით სპეკულირების გამო ჩვენს ზოგად განათლებას ვდებთ სასწორის მეორე მხარეს, შესაძლოა, უვიცები აღმოვჩნდეთ. მაგალითად, მიწის საზომი – ფართობია (და ამას დაწყებით კლასებში გვასწავლიან) არ შეიძლება მისი კვადრატულ მეტრებში თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა გარკვეულ მასაზე მოვახდინოთ ზეგავლენა. ამიტომ, ვამბობთ, რომ ვატიკანი არის 44 ჰექტარი და არა 440,000 კვადრატული მეტრი. 3: ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმები, სხვა არაფერია, თუ არა შიში და ძრწოლვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრიდა 9 წლის მანძილზე, გაყიდა საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი, ქუჩებში ხოცავდა ხალხს, ანადგურებდა მსხვილ თუ მცირე ბიზნესს, რომელთა ახლობლები, ხელისუფლების „დაკრიშვით“ ჩადიოდნენ ათასგვარ სითავხედესა და კრიმინალს, ციხეებში კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, გაყიდეს დავით-გარეჯი, გაძარცვეს ქვეყანა და „მზითვში წაიღეს“ საქართველოს ბიუჯეტი, ათასჯერ აძაგეს პატრიარქი და ათიათასჯერ მოკლეს ილია. ხოდა, ახლა, ეს ხალხი და მათი ჟურნალისტები, გამოდიან წინათქმით, რომ საქართველოში ვაქცინაზე უნდა ვმსჯელობდეთ, ჯანდაცვაზე უნდა ვმსჯელობდეთ, მაგრამ, ჯერ, ისიც არ ვიცით, საით მივდივართო. ხოდა, მინდა შეგახსენოთ, საითაც მივდივართ: მივდივართ იქით, რომ თქვენ ყველაფერ ზემოთჩამოთვლილს ვეღარ ჩაიდენთ, თქვენს კრიმინალურ ხელისუფლებას ვერ დააბრუნებთ საქართველოში, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გზას ევროპისკენ, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ღირებულებებით, რისი მოსპობაც თქვენ ასე გწადიათ, გავაგრძელებთ წინსვლას დავით-გარეჯით, ვიზალიბერალიზაციით, სოლიდარობის ფონდით, აბრეშუმის გზის ფორუმით, ქართული ჯარის ღირსეულ პირობებთან ჰარმონიზაციით, დემოკრატიისა და ქვეყნის კეთილდღეობის უკომპრომისო დაცვით……….წარმატებები ირაკლი ღარიბაშვილს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება