fbpx

ბრიტანეთს, ახალი მეფის პატივსაცემად სამეფო არმიის განმასხვავებელი ნიშნით შეკაზმული უნიფორმები ჯერ კიდევ არ აქვს

ჩარლზ მესამეს, გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, პატივსაცემად სამეფო არმიის შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნებით შეკაზმული ახალი უნიფორმები ჯერ კიდევ არ აქვთ. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ლონდონში ეჭვობენ რომ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მზადდება, შესაძლოა ჯაშუშობის რისკის მატარებელი იყოს.

საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს არმიის შენაერთების უნიფორმაზე ამსახველ გვირგვინს. ელიზაბეტ მეორე წმინდა ედვარდის გვირგვინს ანიჭებდა უპირატესობას, ახალმა მეფემ კი ტიუდორების გვირგვინი აირჩია.

იორკშირში მდებარე კომპანია Wyedean Weavin, რომელსაც ემბლემების დამზადება შეუკვეთეს, თავისი პროდუქციის ნაწილს ჩინეთში მდებარე ქარხნებში ამზადებს.

„არსებობს შიში, რომ განმასხვავებელ ნიშნებში შესაძლოა GPS-გადამცემები აღმოჩნდეს. დაყოვნების მიზეზი კი ის არის, რომ დიდ ბრიტანეთს დამოუკიდებლად ემბლემების ასე სწრაფად და იაფად წარმოების საშუალება არ აქვს“, – ამბობს გამოცემის წყარო.

თავის მხრივ, ლონდონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მსგავსი „სპეკულაციები და ბრალდებები არაფერს ეყრდნობა“ და მათი მიზანი ჩინეთის, როგორც საფრთხის წარმოჩენაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება