fbpx

ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის
ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა. გენერალმა
კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნდა მიულოცა და საპასუხისმგებლო
საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სფეროში საქართველოსა და კანადის
თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ
კუთხით კანადელ დიპლომატს თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა სთხოვა. საუბარი
შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის
მიმართულებებს, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნებისა და განათლების კუთხით. ამ
კონტექსტში ხაზი გაესვა ამჟამად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ
ცენტრში (JTEC) მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას Maple Arch 2021, რომელიც კანადური
მხარის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება.
გენერალმა კანადის თავდაცვის ატაშეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
მისწრაფება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს
შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ
ჩართულობას, მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება