ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიისა დასაქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.პროექტის ფარგლებში, აღდგება იაპონურ ბაღში არსებული დაზიანებული ისეთიელემენტები, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ცერემონიებისსცენა და სხვა.სამუშაოები, თავდაპირველი პროექტის მსგავსად, საქართველს ეროვნულიბოტანიკური ბაღის მიმართვის საფუძველზე, იაპონური ლანდშაფტური კომპანია„კოსუგის“ (Kosugi Zohen Co) მიერ, ლანდშაფტის არქიტექტორის, საერთაშარისოპროექტების მენეჯერის, ანდრეას ჰამაჰერის უშუალო ხელმძღვანელობითხორციელდება. პროცესში ასევე მონაწილეობენ იაპონელი სპეციალისტები,საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეები და ტექნიკოსები.იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, საქართველოშიიაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPANEXPO’70 FUND-ის მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა.მსოფლიოში აღიარებული ტრადიციული იაპონური საბაღო ხელოვნების ნიმუშისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა,რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ტურისტებსა და ადგილობრივდამთვალიერებლებს შორის. გახსნის დღიდან იაპონური ბაღი ასრულებს იაპონიისკულტურის სიმბოლოს როლს – რეგულარულად ტარდება საკურას ყვავილობისფესტივალები, ჩაის ცერემონიები, იაპონური მასტერკლასები და იაპონურიკულტურისთვის დამახასიათებელი სხვა ღონისძიებები.ბაღი 250 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და მასში იაპონური ხელოვნების ისეთითვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი,მინიატურული ხიდი, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი და სხვა. ყველა ეს ელემენტისაქართველოში იაპონიდანაა ჩამოტანილი. ტერიტორიაზე დარგულია სხვადასხვასახეობის 200-მდე მცენარე, მათ შორის, ნეკერჩხალი, იაპონური ალუბალი – საკურადა სხვა.რეკონსტრუქციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ვიზიტორებს განახლებული იაპონური ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა 10 მარტიდან ექნებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება