fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, 4800 გრძივი მეტრის ქსელი მოეწყობა და სასმელი წყლის პრობლემა ჯამში 105 ოჯახს მოუგვარდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 173 142 ლარს შეადგენს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება