fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას ტრადიციულად ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა


მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,
საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა,
რომელსაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი
გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი
მრევლთან ერთად დაესწრნენ.
დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.
,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! საუკუნეების წინ,
უფალი ადამიანთა ცოდვების მისატევებლად განკაცდა, ჯვარს ეცვა და დიდებით
აღდგა. ქრისტეს აღდგომამ კაცობრიობას ახალი ღირებულებები: ჰუმანიზმი, უანგარო
სიყვარული შესძინა და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა.
გილოცავთ აღდგომას, თითოეული თქვენგანის ოჯახში ამ დღესასწაულს ბედნიერება
და სიხარული მოეტანოს. საქართველოსა და მთელს მსოფლიოს მშვიდობას,
ერთიანობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება