fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ა(ა)იპ „სამოქალაქო
თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო
თანასწორობის პლატფორმას“ ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებული
პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმასთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გავაფორმეთ. მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო თანასწორობის
პლატფორმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდებზე ორიენტირებულ
პროექტებს განახორციელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული
პოლიტიკის გაძლიერების მიზნით შექმნილ პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს“, –
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება