ინიციატივის ფარგლებში 566-მა პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგო.
მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს შეუერთდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.
პროგრამა “ჩემი პირველი ნერგი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.
პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.