fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის მოქალაქეები
მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის მოქალაქეები
მოინახულა
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი
უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის
ოჯახმა შეიფარა.
ბოლნისში დროებით მყოფი უკრაინელები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად მოინახულა. დავით
შერაზადიშვილი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და მათ სოლიდარობა
კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკრაინის
მოქალაქეებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
„უკრაინაში მიმდმინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი
უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის
ოჯახმა შეიფარა. მსურს, ბატონ ჯაბა სამსიანისა და ქალბატონ მედეა ჯაფარიძის
ოჯახს, უკრაინელი ტურსიტების შეფარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.
ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და მათ სოლიდარობას უცხადებს.
ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება