fbpx

ბოლნისის მუზეუმში ღვინის კულტურით დაინტერესებული პირებისთვის
მეღვინეობისა და მევენახეობის ტრენინგ-კურსები მოეწყო

ბოლნისის მუზეუმში ღვინის კულტურით დაინტერესებული პირებისთვის
მეღვინეობისა და მევენახეობის ტრენინგ-კურსები მოეწყო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის ,,აგროცენტრი”-ს მხარდაჭერით,
ქართული ღვინის გილდიამ ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების
წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების
მიზნით, ორდღიანი ტრენინგ-კურსები გამართა.
ტრენინგის პირველი დღე – მეღვინეობის, მეორე დღე კი მევენახეობის შესწავლას
დაეთმო. ტრენინგ-კურსს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის
დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და ენოლოგი, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ხომასურიძე უძღვებოდნენ.
ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა.
ტრენინგ-კურსის დასასრულს კი მსმენელებს ორ ენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა
და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფერმერთა და მცირე საოჯახო
მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო
ცოდნის გაღრმავების მიზნით, სპეციალური ტრენინგ-კურსები დაიგეგმა. ეს კი ხელს
უწყობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვინის დაყენების კულტურის კიდევ უფრო
მეტად განვითარებასა და ახალგაზრდების მევენახეობით დაინტერესებას, რაც
მუნიციპალიტეტის ეკონომიკასა და ტურიზმზე დადებითად აისახება. ადგილობრივი
თვითმმართველობა ჩვენი ფერმერების განვითარებისთვის შემუშავებულ მსგავს
საგანმანათლებლო პროექტებს მხარს ყოველთვის დაუჭერს და ამ მიმართულებით ჩვენ
მუშაობას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია